გართობაუცნაური

მეხსიერების 10 რეკორდი

3448de052a22
როგორც პრაქიტიკიდან ჩანს, ცოტახანში ადამიანის შთამომავლები გონებაში იმაზე მეტ ინფორმაციას ჩაიტევენ ვიდრე ამჟამინდელი ადამიანები. ევოლუციის პროცესში ადამიანის შესაძლებლობა დაიმახსოვროს მხოლოდ იზრდება, მაგრამ ეს ფენომენი იშვიათია.

10. იან ჰრისტიან სმეტსი არის სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, მოხუცობულ ასაკში მოახერხა 5000-ზე მეტი წიგნის დამახსოვრება.

9. იაპონიის წარმომადგენელმა ჰიდეაკი ტომოერიმ შეძლო სრული სიზუსტით დაემახსოვრებინა 40 ათასი სიმბოლოს დამახსოვრება მძიმის შემდეგ.

8. 1967 წლის 14 ოქტომბერს ანკარის მაცხოვრებელმა მეჰმედ ალი ჰალისიმ აკადემიკოსების ყოფნის დროს 6 საათში მოახერხა ყურანის 6666 ლექსის თქმა.

7. ვალერი ლავრინენკოს გააჩნია ციფრების დამახსოვრების უნიკალური შესაძლებლობა, მხოლოდ უშვებს რამდენიმე შეცდომას. 100 ნიშანს ის იმახსოვრებს 2 წუთნახევარში, 200 – 3 წუთში. ამასთან ერთად სრული სიზუსტით შეუძლია აღწეროს ადამიანი, რომელმაც დავალება მისცა და დაასახელოს რიცხვები ნებისმიერი რიგით.

6. ცუდი არაა თავში გქონდეს სატელეფონო წიგნაკის ქონა. მაგალითად 26 წლის ჩინელმა ჰუ იანლინმა ზეპირად იცის ქალაქ ჰარბინის 15 000 ნომერი. პაულა პრენტისი, რომელიც არის კუნძულ ტასმანიის მკვიდრი თავში აქვს დამახსოვრებული 128603 ტელეფონის ნომერი, მან იცის აბონენტების ზუსტი სახელები, მისამართები და ორგანიზაციების დასახელებები. გასაოცარი ფაქტი ის არის, რომ მას თავისი პირადი ნომრის დაწერა ფურცელზე უწევს, რადგან ვერ იმახსოვრებს.

5. სამველ ჰარიბიანს შეუძლია წარმოთქვას 1000 სიტყვაზე მეტი მსოფლიოს 10 სხვადასხვა ენაზე.

4. 1988 წლის 25 ოქტომბრიდან დაწყებული და 13 ნოემბრით დამთავრებული ბარბარა მურიმ თავისი მეხსიერებიდან შეასრულა 1852 სიმღერა.

3. ამერიკის მოქალაქემ დეივ ფეროუმ 1996 წლის 24 ივნისს ერთი შეხედვით თანმიმდევრობით დაასახელა 52 სრულიად შემთხვევით აჩეხილი ბანქოს ფურცლები და დაუშვა მხოლოდ 6 შეცდომა. მოქმედება ხდებოდა გინესის მსოფლიო რეკორდების კანადურ მუზეუმში.

2. ლეოპოლდ ჰერდმა, რომელიც არის საფეხბურთო კლუბ “გურნიკის” ბილეთების გამყიდველი თავისი 12 წლიანი სამუშაოს განმავლობაში მოახერხა არამხოლოდ ყველა მატჩის შედეგების და დეტალების დამახსოვრება, არამედ შემოსავლის რაოდენობაც ყოველი მატჩიდან.

1. ინგლისელ დომინიკ ო’ბრაიანს გააჩნია წარმოუდგენელი შესაძლებლობა. 1994 წლის მეხსიერების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს შეუძლია ერთ საათში ისწავლოს 300 უცხოური სიტყვა, ხოლო რამდენიმე დღეში ილაპარაკოს ახალ ენაზე. ო’ბრაიანს აკრძალული აქვს მსოფლიო კაზინოში შესვლა, რადგან მისი ზეგანვითარებული მეხსიერებას შეუძლია დარჩენილი ბანქოების დათვლა და შემდეგ დიდი კუშის მოხსნა.

მსგავსი ამბები

Back to top button