არქივი

როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული

670px Remember Manga Is to Be Read Right to Left Step 3

ბევრი ჩივის, რომ უჭირს წაკითხულის დამახსოვრება. 2011 წელს Purdue-ის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ჯეფრი კარპიკმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომლის თანახმადაც, წაკითხულის დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი აქტიური გახსნებაა (active recall). ეს მეთოდი სწავლის პროცესში გონების აქტიურ სტიმულირებას გულისხმობს. მაგალითად, როცა კითხულობთ ტექსტს ჯორჯ ვაშინგტონზე, ნაცვლად მრავალჯერ წაკითხვისა, უმჯობესია, ერთხელ ყურადღებით წაიკითხოთ, შემდეგ წიგნი გადადოთ და საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები წაკითხული ტექსტის შესახებ.

კარპიკის დასკვნის თანახმად, ამა თუ იმ ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წაკითხული დიდხანს დაგამახსოვრდება. ამისთვის საჭიროა გონების ვარჯიში იმის გახსენებაში, რაც თუნდაც ერთხელ წაიკითხე.

განათლების ექპერტებს, ტრადიციისამებრ, მიაჩნიათ, რომ წაკითხულის დასამახსოვრებლად აუცილებელია კარგად გაიგო ტექსტი და კითხვისას გამოიყენო ე.წ. concept mapping მეთოდი, რაც კითხვის დროს ვიზუალიზაციას – გრაფებისა და ჩანაწერების კეთებას გულისხმობს. ჯეფრი კარპიკმა ჩაატარა ექსპერიმენტი და ზემოხსენებული ორი მეთოდი ერთმანეთს შეადარა.

ორას სტუდენტს დაევალა, წაეკითხა და ესწავლა განსაზღვრული ტექსტი. ერთმა ჯგუფმა სწავლისას concept mapping მეთოდი გამოიყენა, მეორემ – active recall. სწავლის დასრულებისთანავე გამოკითხვისას სტუდენტების ორივე ჯგუფმა ერთი და იმავე მოცულობის ინფორმაცია გაიხსენა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ჯგუფმა, რომელიც active recall მეთოდს იყენებდა, 50 პროცენტით მეტი ინფორმაციის გახსენება შეძლო. პროფესორს მიაჩნია, რომ concept mapping მეთოდი ურიგო არ არის, თუმცა მეორე მეთოდის უპირატესობა აშკარაა.

„ახლა ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ყველაზე ეფექტური გზები ამ მეთოდის აქტიურად დასანერგად”, – ამბობსიგი.

როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული

* ეცადეთ, დაიმახსოვროთ დედააზრი და არა ცალკეული დეტალები. თუ გიჭირთ, რამდენჯერმე გადაიკითხეთ.
* გონებაში დახატეთ სურათი, წარმოიდგინეთ სიტუაცია/მოქმედება, რომლის შესახებაც კითხულობთ.
* კითხვისას სხვას ნურაფერზე მიაქცევთ ყურადღებას. მაგალითად, თუ ამ დროს კომპიუტერთან ზიხართ და რამეს უყურებთ ან უსმენთ, დიდი შანსია, გონება გაგეფანტოთ და წაკითხულის 80% საერთოდ არ დაგამახსოვრდეთ.
* თუ კარგად დამახსოვრება გინდათ, ნუ წაიკითხავთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მასალას. იკითხეთ ნაწილ-ნაწილ (მაგალითად, დაყავით აბზაცებად, რომლებიც 5-5 სტრიქონს შეიცავს).
დაბოლოს: იცოდეთ რომ ტვინს ვარჯიში სჭირდება, ისევე როგორც სხეულის კუნთებს. თუ არ ავარჯიშეთ, მოდუნდება და ბევრი რამის დამახსოვრებაც გაგიჭირდებათ.

მოამზადა თამარ კაციტაძემ

 

წყარო : mastsavlebeli.ge

sandro Lapps

informaciebis shemotana

მსგავსი ამბები

Back to top button