ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: საქართველოსთან თანამშრომლობა ორი ფაქტორის გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება

17 ნოემბერი, 2014 • • 987
ხაჯიმბა: საქართველოსთან თანამშრომლობა ორი ფაქტორის გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება

“ჩვენ საკუთარი ორიენტირები გვაქვს. როგორმე საქართველოს გარეშეც ვიცხოვრებთ. იმისთვის, რომ საქართველოსთან ვითანამშრომლოთ, საჭიროა გადავწყვიტოთ ორი ფაქტორი – ომის ხელახალი დაშვების საკითხების გადაჭრა და საქართველოს მხრიდან ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღიარება,”- აცხადებს ხაჯიმბა გამოცემა კავკაზსკი უზელთან ინტერვიუში. 


“ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს აფხაზებს და განაცხადა, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნა უტოპიური გეგმაა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი