ახალი ამბები

ბადაშვილი: პროკურატურამ ოჯახში დანაშაულის 3000-მდე ფაქტი შეისწავლა

1 დეკემბერი, 2014 • • 1202
ბადაშვილი: პროკურატურამ ოჯახში დანაშაულის 3000-მდე ფაქტი შეისწავლა

გიორგი ბადაშვილი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული 24 ნოემბერს დაიწყო.

 

“ხშირად გაისმოდა მოსაზრებები ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების შესახებ, საზოგადოების ერთი ნაწილი დანაშაულის მთავარ მიზეზად სამართალდამცავი ორგანოების ნაკლებ ჩართულობას წარმოაჩენდა, ხოლო მეორე ნაწილი პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებაზე და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე მიუთითებდა”,-განაცხადა ბადაშვლმა. 

 

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული აზრი იმის შესახებ, რომ ოჯახური კონფლიქტები ოჯახში უნდა მოგვარდეს, არ უნდა გასცდეს მის ფარგლებს და ასეთ შემთხვევბში სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვა მიუღებელია.

“რა თქმა უნდა, ეს არის მცდარი მოსაზრება, ადამიანის ამგვარი ცნობიერების შეცვლაში კი ჩვენთან ერთად თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა- განხორციელების გზით, ვინაიდან სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ნაკლებობა აზიანებს არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენასაც განაპირობებს”.

 

მთავარი პროკურორის თქმითვე, მოძალადეთა მიმართ მხოლოდ სისიხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება საუკეთესო გამოსავალი არაა, რადგან ასეთი თითოეული ფაქტი სიღრმისეულ გამოკვლევას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, მთავარმა პროკურატურამ ოჯახური დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები სიღრმისეულად შეისწავლა.

“ჩატარდა აქამდე უპრეცედენტო ანალიზი, ჩვენ შევისწავლეთ და გაავაანალიზეთ წლების განმავლობაში განხორციელებული 3000-მდე ძალადობრივი ფაქტი. ანალიზის შედეგად პროკურატურამ დაადგინა ოჯახური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, მსხვერპლთა და მოძალადეთა მახასიატებელი ნიშან-თვისებები, დანაშაულის ადგილის ჩადენის ადგილი, დრო, იარაღი, მოტივი, და სხვა გარემოებები”.

 

ჩატარებული ანალიზის შესახებ პრეზენტაცია ამ წუთებში (10:58) იწყება.

 

გიორგი ბადაშვილი
გიორგი ბადაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი