ახალი ამბები

თბილისის უბნების ნაწილი სასმელ წყალს დღესაც გარკვეული შეზღუდვებით მიიღებს

8 ივნისი, 2015 • • 1070
თბილისის უბნების ნაწილი სასმელ წყალს დღესაც გარკვეული შეზღუდვებით მიიღებს

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი კვლავ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების დაზიანებაა, რაც არაგვის ხეობაში რამდენიმედღიანმა კოკისპირულმა წვიმამ და წყალდიდობამ გამოიწვია.

 

კომპანიის ცნობით, დღეს, 8 ივნისს, 16:00 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალს მიიღებენ თემქის III,  მუხიანისა და გლდანის მიკრორაიონები და მათი მიმდებარე დასახლებები.

 

დღეს, 12:30 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალმომარაგება შეუწყდება:   

 

საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩებს

 

ვაკეში: წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და მის მიმდებარე ქუჩებს, ასევე,  მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი (GWP)
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი (GWP)

მასალების გადაბეჭდვის წესი