ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის დუმა აფხაზეთში რუსეთის პასპორტების მფლობელთა პენსიების ზრდაზე იმსჯელებს

21 ივლისი, 2015 • • 1384
რუსეთის დუმა აფხაზეთში რუსეთის პასპორტების მფლობელთა პენსიების ზრდაზე იმსჯელებს

დოკუმენტი აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიის 10 179 რუბლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ბოლო მონაცემით, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები საპენსიო ასაკის რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა 32 058-ია. მათი პენსიის ოდენობა დღესდღეობით 6 ათას რუბლს შეადგენს.

საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი აფხაზეთში რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნორობის შესახებ შეთანხმებით არის გაწერილი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   



მასალების გადაბეჭდვის წესი