ხელოვნება

საყდრისის კიდევ ერთი მხარდასაჭერი კონცერტი [video]

21 მარტი, 2014 • • 1151
საყდრისის კიდევ ერთი მხარდასაჭერი კონცერტი [video]

“პრობლემა, რასაც ჩემი სოლოკონცერტი მივუძღვენი, ჩემთვის მეტად მტკივნეულია. ჩემი აზრით, კულტურის  ყველა მოღვაწე უნდა გაერთიანდეს ამ საკითხის ირგვლივ. მე, როგორც  კულტურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჩემი წვლილი ამ ფორმით გამოვხატე. დღევანდელ ჩემს კონცერტზე გაჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ჩემი საყვარელი ნაწარმოებები. მე მინდა  მადლობა გადავუხადო ტენორ ფილიფ ღაჭავას, რომელმაც ორი ნაწარმოები შეასრულა და აგრეთვე  კონცერტმაისტერს ქეთევან გელაშვილს”,- განაცხადა ნათია რაზმაძემ.

13 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წიაღისეულის მომპოვებელ კომპანია RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. საყდრისში მდებარეობს მაღარო. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ის უძველესი ოქროს მაღაროა, რომელიც 5400 წლისაა, ხოლო მეცნიერთა მეორე ნაწილი, RMG Gold და კულტურის სამინისტრო მიიჩნევენ, რომ საყდრისი არ არის უძველესი მაღარო.

 

დავა საყდრისი მაღაროს გარშემო 2013 წლის 5 ივლისიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. საყდრისი მხარდასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი