ახალი ამბები

ბერძენიშვილი: სააკაშვილი ბრალდებული კაცის პირობაზე ადეკვატურად არ იქცევა

31 ივლისი, 2014 • • 898
ბერძენიშვილი: სააკაშვილი ბრალდებული კაცის პირობაზე ადეკვატურად არ იქცევა

“თუ საქართველო რუსეთის დავალებებს ასრულებს, რაღა ახლა მოუნდა რუსეთს თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა? მიხეილ სააკაშვილი ცოტა არ იყოს, ბრალდებული კაცის პირობაზე ადეკვატურად არ იქცევა,” – ამბობს ბერძენიშვილი.

 

დეპუტატის აზრით, პრეზიდენტს პოლიტიკური თავშესაფარი დასჭირდება: 

 

“მას დასჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შემთხვევით და ტყუილად არ იმყოფება უნგრეთში. პირველივე დღეს, როცა მას ბრალი წაუყენეს, მე ვთქვი, რომ ვიცი სად იქნება მეთქი. ცხადია, იქ იქნებოდა, სადაც ადეიშვილს თავშესაფარი მისცეს. უნგრეთის პრემიერ–მინისტრი არის სააკაშვილის პირადი მეგობარი, ძალიან ბევრი რამე აქვთ ერთად გაკეთებული და ძალიან ბევრ რამეში ერთად ედებათ ბრალი. მიხეილ სააკაშვილი ნელ–ნელა პოლიტიკური ფიგურიდან გადადის ბრალდებულის ფუნქციაში, თვითონ ვერ ხვდება ამას, მაგრამ არაუშავს.”

 

კითხვაზე, დგას თუ არა საკითხი, რომ მიხეილ საკაშვილმა რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს, სააკაშვილი პასუხობს:

 

“რა სისუელელა. რაში მჭირდება მე პოლიტკური თავშესაფარი. ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ?!”

მასალების გადაბეჭდვის წესი