ახალი ამბები

მარგველაშვილი: გაუგებარია, რატომ ჩამიგდო დღეს პარლამენტმა მიუკერძოებელი მოსამართლეები

1 აგვისტო, 2014 • • 873
მარგველაშვილი: გაუგებარია, რატომ ჩამიგდო დღეს პარლამენტმა მიუკერძოებელი მოსამართლეები

“მე გულწრფელად მიკვირს რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ჩვენს სასამართლო სისტემას ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, სწორედ რომ მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალობიდან, ასევე პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არჩევს მოსამართლეებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი მოსამართლეები, რომლებმაც კომიტეტზე მიიღეს მხარდაჭერა და ეს მინდა ხაზგასმითთ აღვნიშნო დღეს ამ მოსამართლეების კანდიდატურა ჩავარდა პლემარულ სხდომაზე. თუ კოორდინაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, კომიტეტი ასეთი კოორდინაციისთვის ადეკვატური ადგილია, ანუ ეს კოორდინაცია გავლილი იყო, შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ჩამიგდო დღეს პარლამენტმა პროფესიონალი და მიუკერძოებელი მოსამართლეები,”- განაცხადა პრეზიდენტმა.  

 

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა, პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი