ახალი ამბები

პროკურატურა: პრეზიდენტის დაცვის ხარჯებზე ინფორმაცია საიდუმლო არ უნდა იყოს

8 აგვისტო, 2014 • • 1112
პროკურატურა: პრეზიდენტის დაცვის ხარჯებზე ინფორმაცია საიდუმლო არ უნდა იყოს

მთავარი პროკურატურის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ უნდა ედოს:

 

“საქმეს გრიფი აღარ ადევს, ვინაიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არსებობს, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდიმლოებას და გრიფით საიდუმლო არასწორად ჰქონდა დადებული. ამ ეტაპზე საიდუმლო გრიფი რჩება მცირე ნაწილზე, რასთან დაკაშირებითაც გრიფის მოხსნის თხოვნით პროკურატურამ გაუგზავნა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას”, – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე უპასუხა პროკურატურის განცხადებას და საქმის მასალების საიდუმლო გრიფი მოხსნა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეშფოთებულია იმითი, რომ პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირად მიმოწერას საიდუმლო გრფი მოხსნა. 

 

პრეზიდნეტი ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი