ახალი ამბები

ათენის მიტოვებული ოლიმპიური სოფელი, რომლის ასაშენებლად 34 მილიარდი ევრო დაიხარჯა [ფოტო]

13 აგვისტო, 2014 • • 2735
ათენის მიტოვებული ოლიმპიური სოფელი, რომლის ასაშენებლად 34 მილიარდი ევრო დაიხარჯა [ფოტო]

XXVIII ოლიმპიადა ათენში 2004 წლის 13 აგვისტოს დაიწყო და 29 აგვისტომდე გაგრძელდა. ოლიმპიადაზე, რომლის დევიზი იყო “კეთილი იყოს დაბრუნება სახლში”, 10,625 ათლეტი მონაწილეობდა 201 ქვეყნიდან.

სპორტის 28 სახეობაში 301 მედალი დარიგდა. საქართველოდან მონაწილეობას 32 ათლეტი, 6 ქალი და 26 კაცი იღებდა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 10 მედალი ჩამოიტანა. 

ათენის ოლიმპიური სოფელი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟაკ როჟეს მიერ “დაუვიწყარ, საოცნებო თამაშებად” შეფასებულ ოლიმპადას მასპინძლობდა, დღეს მიტოვებულია.

ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების დროს აშენებული ოლიმპიური სოფლის მოწყობილობა ათი წლის შემდეგ.© EPA, 13.08.2014

ხედი სტადიონისა, რომელიც პლაჟის ფრენბურთის თამაშებს მასპინძლობდა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე. © EPA, 13.08.2014

მიტოვებული სლალომი ათენის ოლიმპიურ სოფელში, სადაც 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე კანოეინგისა და კაიკინგის შეჯიბრი გაიმართა © EPA, 13.08.2014

ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან 10 წლის შემდეგ ძვირადღირებული ღონისძიების ადგილი დღეს  მიტოვებულია. © EPA, 13.08.2014

საბერძნეთში ბევრს სჯერა, რომ ათენის ოლიმპიური თამაშები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი. კრიზისი საბერძნეთში 2008 წელს დაიწყო და ფაქტობრივად ქვეყნაამ ვერ შეძლო დღემდე მდგომარეობიდან გამოსვლა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა დირექტორმა დომინიკ სტროს-კანმა საბერძნეთის პარლამენტში გამოსვლისას 2010 წლის 7 დეკემბერს აღნიშნა, რომ საბერძნეთის კრიზისი არის ევროპის კრიზისი და რადგანაც საბერძნეთი ევროგაერთიანების ყველაზე მოწყვლადი წევრია, ამის გამო მას დაატყდა ყველაზე პირველად დეფოლტი.

კრიზისის გამო საბერძნეთის მთავრობას მოუწია, რომ სხვადასხვა სფეროს დაფინანსება შეემცირებინა და სამუშაო ადგილები გაეუქმებინა, რის გამოც ქვეყანა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.

პენსიონერები აქციას მართავენ საბერძნეთის პარლამენტი წინ საპენსიო ფონდს შემცრების გამო. © EPA, 19.06.2014

დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ ათენში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ©  EPA, 8.04.2014

აქცია საბერძნეთის პარლამენტთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ  დომინიკ სტროს-კანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. © EPA, 07.12.2010

საბერძნეთს 2014 წლის თებერვალში გერმანია დაპირდა, რომ მესამეჯერ მისცემდა 10-დან 20 მილიარდამდე ევროს ოდენობის სესხს იმისათვის, რათა მიიღოს გადამჭრელი ზომები უმუშვრობის დასაძლევად და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2008 წლის პირველ კვარტალში იყო 0.1, 2011 წლის მეოთხე კვარტალში -07.9 გახდა, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -0.9 არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი