ახალი ამბები

პარლამენტი დღეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას აპირებს

3 სექტემბერი, 2014 • • 991
პარლამენტი დღეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას აპირებს

რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი კიდევე ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

 

რეზოლუციის ტექტსტი შემდეგი პუნქტებისგან შედგება:

 

პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილი კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.

 

პარლამენტი გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაცა არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას, განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევებს.

 

პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანემეგობრობის, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლების უზრუნველსაყოფად.

 

პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით.

 

პარლამენტი ასევე მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის.

 

რეზოლუციის პროექტი  გია ვოლსკის, ირაკლი ჩიქოვანის, დავით ბერძენიშვილის, მალხაზ ვახტანგაშვილის, გოგი თოფაძის და გიგა ბუკიას მიერ არის ინიცირებული.

 

პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 2014 წლის მარტშიც მიიღო, როცა საპარლამეტნო უმცირესობის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, ხოლო უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციია კი დაამტკიცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი