ახალი ამბები

ვოლსკი: გაერო-ს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს

8 სექტემბერი, 2014 • • 1314
ვოლსკი: გაერო-ს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს

“ვფიქრობ რომ გაერო-ს ასამბლეაზე უნდა წავიდეს პიროვნება, რომელიც რეალურად მართავს და რეალურად მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაში არა მხოლოდ მონაწილეობას ღებულობს და არის პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე. ასეთი ფუნქციები ახალი კონსტიტუციის მიხედვით მინიჭებული აქვს პრემიერ-მინისტრს. ამიტომ პრემიერ-მინისტრის წასვლა საქართველოსთვის უფრო მიზანშეწონილი და სწორია. საერთოდ ეს საკითხი უფრო მეტ განხილვას საჭიროებს, ვიდრე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. ყველაფერი დარეგულოირდება. ახალია ეს პოლიტიკური წყობა, როგორიც არის საპარლამენტო ქვეყანა. ვფიქრობ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და არ არის საჭირო, მე ვფიქრობ, აქედან სკანდალების შექმნა” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

 

ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განცხადა, რომ თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის. 

 

“მიგვაჩნია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით. არ არის არც ერთი პრეცედენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერი ყოფილიყო წარმოდგენილი. მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი