კომენტარი

მოვითხოვთ ვეტერინარებისათვის ადამიანის მედიკამენტებზე რეცეპტის გამოწერის უფლების მიცემას!

9 სექტემბერი, 2014 • • 1327
მოვითხოვთ ვეტერინარებისათვის ადამიანის მედიკამენტებზე რეცეპტის გამოწერის უფლების მიცემას!

ამა წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა გარკვეული კატეგორიის წამლების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვა. ქართულ ცხოველთა დამცავ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ეს აკრძალვა მიღებული იქნა ვეტერინარიის სფეროში მისი შედეგების გათვალისწინების გარეშე. მთელს მსოფლიოში ვეტერინარიაში ვეტერინარულ მედიკამენტებთან ერთად გამოიყენება ადამიანის წამლებიც. ევროგაერთიანების ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. კასკადის კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ვეტერინარს ერთი სახეობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები გამოუწეროს მეორე სახეობას. ეს კანონი ითვალისწინებს ადამიანის მედიკამენტების გამოწერას ცხოველებისთვის.


კანონი კასკადური სისტემით მედიკამენტების გამოწერის შესახებ მიღებულია იმის გათვალისწინებით (როგორც კანონის პრეამბულაშია გაცხადებული), რომ ევროგაერთიანების ქვეყნებშიც კი ვეტერინარული პრეპარატების არჩევანი გაცილებით მწირია, ვიდრე ადამიანის მედიკამენტების არჩევანი. და თუ ეს ასეა ევროპაში, მით უფრო მწვავეა ეს პრობლემა საქართველოში. ამიტომ საქართველოს მთავრობამ, რომელიც ისწრაფის ევროგაერთიანების სტანდარტების დანერგვისაკენ, უნდა გაითვლისწინოს არსებული რეალობა და მისცეს საშუალება ვეტერინარებს გამოწერონ რეცეპტები, რომლებსაც ძალა ექნება ადამიანების აფთიაქებში.


ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში მოსახლეობის შეგნების დონე განსკუთრებით დაბალია საქართველოში. საუბედუროდ, მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ ევროგერთიანებისკენ მიჰყავს ქვეყანა, ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ შოკის მომგვრელ სურპრიზს უკეთებს ცხოველთა მოყვარულ, ჰუმანურ საზოგადოებას საქართველოში და ცხოველებს ტოვებს პირველი ჯგუფის მედიკამენტების გარეშე (რომელშიც შედის ეპილეფსიის წამლები), ფაქტიურად აძვირებს, ართულებს და რეგიონებში შეუძლებელსაც კი ხდის მე–2 ჯგუფის წამლების, მათ შორის ანტიბიოტიკების, გამოყენებას ცხოველებში და ამით ხელს უშლის ჰუმანურ საზოგადოებას მოსახლეობასთან მუშაობაში.


სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანდაცვას შორის მიღებული შეთნხმება, რომელიც მხოლოდ რეგისტრირებული კლინიკების ვეტერინარებს აძლევს უფლებას წინასწარ შეისყიდონ 6000 დასახელების წამლები იმის წინასწარ გათვალისწინებით, თუ რამდენი პაციენტი ეყოლება მომავალში და რა დაავადებებით მოაკითხავენ სავარაუდოდ, არის სრულიად გაუგონარი და უპერსპექტივო. საქართველოს ჰუმანური საზოგადოება იძულებულია განმარტოს, რომ საქართველოს ვეტერინარები ისეთივე ფინანსური შესაძლებლობის არიან, როგორც დანარჩენი მოსახლეობა. ამიტომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, გახსნან კლინიკები, იყიდონ აპარატურა და შეისყიდონ უამრავი ძვირადღირებული წამლები. ასეთ სიტუაციაში უამრავი ცხოველი დარჩება მკურნალობის გარეშე და მოსახლეობის დიდი ნაწილი აირჩევს აღარ იწვალოს ამაოდ და მოიშოროს ცხოველი. ეს დაბადებს მხოლოდ სისასტიკეს და გაამრავლებს მას. ეს სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება ცხოველთა დაცვის კანონმდებლობის არარსებობის პირობებში.

 

მოვითხოვთ ამ სიტუაციის დროზე გარკვევას და ადამიანის წამლებით ცხოველების მკურნალობის საშუალების მიცემას მოსახლეობისათვის ვეტერინარის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მივმართვთ ევროგაერთინების შესბამის ორგნიზციებს და მათი დახმრებით შევეცდებით ამ გადაწყვეტილების მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი