ახალი ამბები

ივანიშვილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პროექტების დაწყებას გეგმავს

15 სექტემბერი, 2014 • • 1246
ივანიშვილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პროექტების დაწყებას გეგმავს

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პროექტები, რომლებზეც”საკმაოდ ბევრი” იმუშავა, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და საერთოდ, საზოგადოების განვითარებას” შეეხება.

 

“მე ვხედავ ჩემს ადგილს და როლს და მინდა ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო,”- ამბობს ივანიშვილი.

 

როგორც ის განმარტავს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს სკოლებში კითხვარები დაურიგდებათ კითხვებით, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, როგორი უნდა იყოს მოქალაქე და ა.შ.

 

“აზრი იქნება ის, რომ სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ და გამოავლინონ ჩართულობა, პირველ ეტაპზე ცოდნის სახით. ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ სამშობლოზე, ყველას უნდა ჰქონდეს განცდა პასუხისმგებლობის, მიადევნონ თვალი პოლიტიკურ პროცესებს და ა.შ. სკოლაშივე უნდა ისწავლოს საზოგადოებამ, რომ ისინი საზოგადოების წევრები არიან და მათ მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში,”- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.


პროექტის ბოლოს, როგორც ის ამბობს, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. 

 

მეორე ფართომასშტაბიანი პროექტი სტუდენტებისთვისაა.


“დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში სტუდენტების ჩართულობას უნდა მივაღწიოთ. რეგიონებში, საკრებულოების დონეზე. ის ბიუჯეტი, რაც გააჩნიათ რეგიონებს, მოხდეს მათი განხილვა, გაკრიტიკება და უკეთესი ვარიანტების შეთავაზება, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს კონკრეტულ რეგიონში ფინანსები.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი