აზერბაიჯანის მხარეს მონიტორინგს OSCE-ს თავმჯდომარის საველე დამხმარე ხრისტო ხრისტოვი და ჯგუფის წარმომადგენელი პოლკოვნიკ – ლეიტენანტი ტუნჯაი სევიმი განახორციელებენ. ხოლო სომხეთის მხარეს ეუთოს მონიტორინგს, ასევე, ორგანიზაციის ხელმძღვანელის დამხმარეები, ევგენი შაროვი, ჟირი აბერლე და პოლკოვნიკი მარკუს უიდმერი.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.
ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
|
|||