ახალი ამბები

საკრებულო: თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩისთვის სახელი არ შეგვიცვლია

17 სექტემბერი, 2014 • • 2149
საკრებულო: თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩისთვის სახელი არ შეგვიცვლია

როგორც ნეტგაზეთს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელმა ლია ჯახველაძემ განუცხადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩისთვის სახელი არ გადარუქმევიათ. 


“მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ ნადარეიშვილის ქუჩას არ შევხებივართ. სოფელ კამანის სახელი მიენიჭა ერთ-ერთ უსახელო ქუჩას საბურთალოზე. ეს არის ახალი ქუჩა, მანდ ახალი დასახლებები გაკეთდა [ახალი კორპუსების აშენების შედეგად]”, – ამბობს ჯახველაძე.


“თბილისში, იქ, სადაც მამაჩემი თამაზ ნადარეიშვილი ცხოვრობდა (დელისის III ქუჩა), რამოდენიმე წლის წინ, აფხაზეთის მთავრობის მოთხოვნით მამაჩემის დაბადებიდან 55 წლის იუბილეზე, ქუჩას დაერქვა თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩა. ახლა კი, როგორც საჯარო რეესტრიდან გვაცნობეს, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩას დღევანდელმა საკრებულომ 4 სექტემბერს გადაარქვა სახელი და დაარქვა კამანის ქუჩა”, – დაწერა ფეისბუკზე ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი