ახალი ამბები

EMC : სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან ამ დროისთვის 50-მდე პოლიციელია მობილიზებული

22 ოქტომბერი, 2014 • • 1224
EMC : სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან ამ დროისთვის 50-მდე პოლიციელია მობილიზებული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, ადგილობრივები დემონტაჟის დაწყებასაც ვარაუდობენ. 

 

“როგორც EMC-ისთან საუბარში სოფელ მოხეს მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ პოლიცია არ უშვებს შენობის ტერიტორიაზე და უხეშად ექცევა იქ მისულ მუსლიმებს. ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე მისულია რეგიონის გუბერნატორი და რაიონის გამგებელი. ადგილობრივების თქმით, ბათუმში შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრისაგან რეაგირებას ელოდებოდნენ, რისთვისაც მას სათანადო დოკუმენტაციაც მიაწოდეს. თუმცა დღეს უკვე სამართალდამცავები გამოჩნდნენ ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე. მუსლიმები მოითხოვენ, რომ შენობა მუსლიმთა სამმართველოს გადაეცეს”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დაპირისპირება მოხეში 18 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე გამგეობის გადაწყვეტილებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადასაკეთებლად. ამჟამად მეჩეთის შენობა ადგილობრივი გამგეობის ბალანსზეა. ჭელის მინარეთის წინამძღვარიჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ შენობა დაბინძურებულია, მას ტუალეტად იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია. მისი თქმით, გამგეობას მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნა უნდა. სრულიად საქართველოს მუფთი კი მოხეს მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი