ახალი ამბები

შენი ჯერია, მერია! – აქცია თბილისის მწვანე საფარის გადასარჩენად

22 ოქტომბერი, 2014 • • 2043
შენი ჯერია, მერია! – აქცია თბილისის მწვანე საფარის გადასარჩენად

“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ, რომ ქალაქში მოგვარდეს გამწვანების და სხვა ურბანულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები. 

 

აქციაზე მიიტანეს ის კარავი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკის პარკში ჰქონდათ გაშლილი. პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის განცხადებით, ამ ჟესტით იმის თქმა უნდათ, რომ თბილისის მერიამ დაიცვას მწვანე საფარი, მათ შორის ვაკის პარკი.

მერია, შენი ჯერია! - აქცია თბილისის მერიასთან, 22.10.2014
მერია, შენი ჯერია! – აქცია თბილისის მერიასთან, 22.10.2014

 

აქციაზე წარმოდგენილია ფოტოგამოფენა, რომელიც თბილისში პრობლემურ მშენებლობებს ასახავს. ასევე, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ წინასწარ იყოს დაგეგმილი, თუ როგორ წარიმართება თბილისში განაშენიანება.

 

აქციის პარალელურად მიმდინარეობს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ შოთა ადამაშვილი Blue Sun, თორნიკე ანდრიაძე ( The Pipebomb) , ნინუცა გაბისონია (Gravity) და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი