ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისში და ბათუმში საარჩევნო უბნები გაიხსნა

26 ოქტომბერი, 2014 • • 1128
უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისში და ბათუმში საარჩევნო უბნები გაიხსნა

როგორც “ნეტგაზეთს” უკრაინის საელჩოში განუცხადეს, თბილისში რეგისტრირებულია 491 ამომრჩეველი, ბათუმში კი- 151.  

 

საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20.00 საათზე დაიხურება.

 

უკრაინაში  უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. წინასწარი პროგნოზით, საპარლამენტო მარათონის უპირობო ლიდერია “პეტრო პოროშენკოს ბლოკი”. წინასწარი პროგნოზით, რადაში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს – იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა”, ოლეგ ლეშკოს “რადიკალური პარტია”, არსენი იაცენუკის “სახალხო ფრონტი”, “ძლიერი უკრაინა” და “ოპოზიციური ბლოკი”. 


უკრაინის უმაღლესი რადას  ვადამდელ არჩევნებში 29 პარტია და 3,5 ათასი მაჟორიტარი კანდიდატი მონაწიელობს. 

 

ყირიმის ნახევარკუნძულზე და სევასტოპოლში არჩევნები არ ჩატარდება. ასევე ხმის მიცემის პროცესი არ შედება დონეცკის 9 და ლუგანსკის 6 ოლქში. უკრაინის რადაში 450–ის ნაცვლად 423 დეპუტატს აირჩევენ. 

 

უკრაინის რადაში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც ხმების 5%–ს მოაგროვებენ და ის მაჟორიტარები, ვინც საკუთრ ოლქებში ხმების უმარვლესობას მიიღებენ. 

 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ორი კვირის ვადაში გაასაჯაროებს. სავარაუდოდ, 10 ნოემბერს უმაღელსი რადას არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება. 


არჩევნები უკრაინაში; ფოტო: dw.de
არჩევნები უკრაინაში; ფოტო: dw.de

მასალების გადაბეჭდვის წესი