ეკონომიკა

ქართული ღვინო ექსპორტში მე–4 პოზიციაზეა

26 ოქტომბერი, 2014 • • 1289
ქართული ღვინო ექსპორტში მე–4 პოზიციაზეა

“საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის იანვარ–სექტემბერში უცხოეთის ბაზრებზე 130,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გავიდა, რაც 75%–ით მეტია, ვიდრე 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის იანვარ–სექტემბერში ქართული ღვინის ექსპორტმა 74,2 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა.

 

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, იმპორტში ქართულმა ღვინომ 14 პროცენტი შეადგინა, ხოლო ღვინის ბაზარზე 6,4-პროცენტიანი ნიშა დაიკავა.

 

რუსულ ემბარგომდე, 2005 წელს, იმპორტში ქართულ ღვინოს  9 პროცენტი ეკავა, ხოლო ბაზარზე – ხუთპროცენტიანი ნიშა. 

 

რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ოფიციალურად 2012 წლის დეკემბერში მოხსნა. ქართული ღვინის, ჩაის, ციტრუსის და სხვა პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტი 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა. 

 

ღვინო
ღვინო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი