ახალი ამბები

ბერუჩაშვილი ფანჯიკიძესთან ერთად პოსტის დატოვებას “ემოციური სოლიდარული გაუგებრობით” ხსნის

11 ნოემბერი, 2014 • • 1178
ბერუჩაშვილი ფანჯიკიძესთან ერთად პოსტის დატოვებას “ემოციური სოლიდარული გაუგებრობით” ხსნის

თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირაში მაია ფანჯიკიძეს მოადგილე იყო, თანამდბეობიდან ამ უკანასკნელთან ერთად გადადგა ევროატლანტიკური საგარეო კურსისათვის შექმნილი საფრთხის მოტივით, თუმცა შემდეგ ჯერ მინისტრის მოადგილის თანამდბეობაზე დაბრუნდა, ხოლო დღეს პრემიერ-მინისტრმა იგი დააწინაურა და საგარეო საქმეთა მინისტრად დაასახელა. როგორც გაირკვა, ბერუჩაშვილმა თავისი მოსაზრებები პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ შეცვალა:

 

“ბატონმა პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კურსი არის შეუქცევადი. ეს არის ჩვენი ეროვნული და, მე ვიტყოდი, ეგზისტენციალური არჩევანი, არც ერთ მთავრობას ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადაუხვიოს. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, ეს იყო ემოციური სოლიდარული გაუგებრობა. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებმაც ძალიან მკაფიოდ და ნათლად უპასუხეს ჩემს შეკითვებს”, – განაცხადა დღეს, 11 ნოემბერს თამარ ბერუჩაშვილმა.


ბერუჩაშვილი
ბერუჩაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი