ახალი ამბები

ენმ: აქციაზე სუს-ის თანამშრომლები გვაცილებენ

15 ნოემბერი, 2014 • 1016
ენმ: აქციაზე სუს-ის თანამშრომლები გვაცილებენ

 

ენმ-ის წევრები აჭარიდან თბილისში დღეს დილით გაემგზავრნენ

  

“სუს-ის თანამშრომლები  მოყვებიან  ჩვენს მანქანას, გზაში გვიღებენ ფოტოებს, გვიქნევენ ხელებს, იმყოფებიან შავი ფერის “სედანის” მარკის ავტომობილით, ნომრით 060.  ბათუმის მერმა დღეს და ხვალ დანიშნა თათბირები და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების (აიპ. შპს) თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ ქალაქიდან არ გასულიყვნენ” -ამბობს გიორგი კირთაძე.  

 

  

 

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ შაბათ-კვირას თათბირი არ არის დაგეგმილი. 

მიყვებიან თუ არა ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის მონაწილეებს თბილისში და რატომ, ამ კითხვაზე პასუხს “ბათუმელები” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. 

გიორგი კირთაძის ინფორმაციით, აჭარიდან თბილისში ათასზე მეტი ადამიანი მიემგზავრება. 

 

“ბათუმელებს” ფოტოები მიაწოდა გიორგი კირთაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი