ახალი ამბები

ნორა კვიციანი ხელისუფლებას ვადას პირველ დეკემბრამდე აძლევს

20 ნოემბერი, 2014 • • 1461
ნორა კვიციანი ხელისუფლებას ვადას პირველ დეკემბრამდე აძლევს

პირველი დეკემბრის შემდეგ იგი არ გამორიცხავს, რომ ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყოს. აქციის ორგანოზიატორბის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე მათ არავინ მოუწვევიათ და მონაწილეები საკუთარი ინიციატივით შემოუერთდნენ. აქციის მონაწილეები ემზარ კვიციანის უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

 

ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული.

 

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა.

 

საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში ედებოდა. ემზარ კვიციანი 2014 წლის 28 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი