ახალი ამბები

საგარეოს პრესსპიკერი: სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ნეგატიურ ფონს შექმნის

1 დეკემბერი, 2014 • • 1353
საგარეოს პრესსპიკერი: სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ნეგატიურ ფონს შექმნის

“მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, ეს არის უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია. გვქონდა დაანონსებული, რომ მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ, საგარეოსაც და სხვა უწყებებს გვაქვს დავალება, რომ გავააქტიუროთ უკრაინასთან კეთილმეზობლური, კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ ერთი გამოწვევის ქვეშ ვართ, გინდაც ევროინტეგრაციის კუთხით. ამიტომ, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს შექმნის გარკვეულ ნეგატიურ ფონს იმ პოზიტივთან მიმართებაში, რაზეც მე გესაუბრეთ, დაგეგმილ ვიზიტზე და ასე შემდეგ. ნებისმიერი ყოფილი მაღალჩინოსანი, გნებავთ ექსპრეზიდენტი, რომელსაც ბრალი აქვს საქართველოში წაყენებული მძიმე დანაშაულებზე, თუ ისინი დაინიშნენ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე, ეს არ შექმნის კარგ ფონს ამ პოზიტივში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით- შედგეს კარგი ვიზიტი, განვითარდეს ურთიერთობა, მით უმეტეს, უკრაინა ფორმირების და გამოწვევების წინ დგას და ჩვენც მათ გვერდით ვიბრძვით, ერთი იდეალებისთვის”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ.

 

kyivpost-მა დღეს, 1 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს. გამოცემის ცნობით, უკრაინის ფინანსთა მინისტრის პოსტი შესაძლოა დაიკავოს აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურად უკრაინელმა ნატალი იარესკომ, კომპანია Horizon Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტაფტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექტორია, შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი