ახალი ამბები

თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო მასალები მინაბოჭკოს ბაზაზე ტექნოლოგიით ECOSE

9 დეკემბერი, 2014 • 6248
თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო მასალები მინაბოჭკოს ბაზაზე ტექნოლოგიით ECOSE

“კნაუფ ინსულეიშენ”

“კნაუფ ინსულეიშენ”  1932 წელს ძმები კნაუფების მიერ დაფუძნებული “კნაუფის” კომპანიების ჯგუფის ნაწილია, რომელიც სპეციალიზებულია თბოსაიზოლაციო და თაბაშირის სამშენებლო მასალების წარმოებაზე.


“კნაუფის” კომპანიების საერთაშორისო ჯგუფი, რომლის შტაბბინა მდებარეობს გერმანიაში, 150-ზე მეტ ქარხანას ფლობს და  25 000 -ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.  დღეისათვის “კნაუფის” ჯგუფი სამშენებლო მასალების წამყვანი მსოფლიო მწარმოებელია, რომლის წლიური ბრუნვა 6 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს.

 

“კნაუფის” საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანია “კნაუფ ინსულეიშენი” ერთ-ერთი წამყვანია თბოსაიზოლაციო მასალების წარმოების სფეროში და ექსპერტია მათ სისტემურ გამოყენებაში.


ენერგოეფექტურობის სფეროში 30-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით “კნაუფ ინსულეიშენი” უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას საცხოვრებელი სახლების, საწარმოო, კომერციული და ადმინისტრაციული დანიშნულების შენობების თბოიზოლაციისა და ბგერათიზოლაციისათვის.


“კნაუფ ინსულეიშენის”  მიზანია, აწარმოოს ისეთი სამშენებლო მასალები, რომლებიც შენობების ზოგად ეკოლოგიურ ატმოსფეროს აუმჯობესებენ. ამ სწრაფვას კომპანია ახორციელებს ECOSE ტექნოლოგიით შემუშავებული ახალი თაობის მინერალური ბამბის თბოიზოლაციის დანერგვით.

თბოიზოლაცია

მასალის სტრუქტურის და ბოჭკოების თვისებების წყალობით “კნაუფ ინსულეიშენის” მინერალური ბამბის პროდუქციას მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებები და მცირე წონა ახასიათებს. ეს მახასიათებლები ნებისმიერი თბოსაიზოლაციო მასალის ძირეული მაჩვენებელია და საჭიროა სამშენებლო თბოგადაცემისათვის კონსტრუქციების წინაღობის  გაანგარიშებისთვის. თბოიზოლაცია საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი  სითბოს დანაკარგი  შენობა-ნაგებობების გადამღობი კონსტრუქციების მეშვეობით და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის ხარჯსა და ზრდის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობას.

მასალის თბოსაიზოლაციო თვისებები შენობაში ქმნიან მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს მთელი წლის განმავლობაში – წლის ცივ პერიოდში სითბოს შენარჩუნებით, ხოლო თბილ პერიოდში – სასიამოვნო სიგრილის შენარჩუნებით.

ენერგოდაზოგვა

მინერალური ბამბის გამოყენების შედეგად სათავსოში მცირდება კომფორტული კლიმატის შესანარჩუნებლად საჭირო დანახარჯები. ენერგომოხმარების შემცირებით იკლებს სათავსოების გათბობისა და გაგრილების ხარჯები. თბოიზოლაციის დანახარჯები  მცირე ხნის შემდეგ ანაზღაურდება.

მაღალი ბგერათსაიზოლაციო უნარი


“კნაუფ ინსულეიშენის” მინერალური ბამბის თბოიზოლაციას ბოჭკოვანი სტრუქტურის წყალობით მაღალი ბგერათსაიზოლაციო უნარი აქვს. მასალის ბოჭკოები შთანთქავენ ბგერითი ტალღების ენერგიას სიხშირეების მთელ დიაპაზონში. პროდუქციის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, ეფექტურად გადაწყდეს ფართებში ბგერათიზოლაციის საკითხები,  ასევე, შემცირდეს ბგერითი დონე მეზობელ ფართებში.

სახანძრო უსაფრთხოება


მინერალური ბამბის პროდუქციის ფუძეს წარმოადგენს არაწვადი ბუნებრივი კომპონენტები, რაც მინერალური ბამბის ბოჭკოებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში. ეს ნიშნავს, რომ “კნაუფ ინსულეიშენის” თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენება არ უწყობს ხელს ცეცხლის გავრცელებას და ფართების გაკვამლიანებას ხანძრის შემთხვევაში.

გაზრდილი წყალგამძლე თვისებები


“კნაუფ ინსულეიშენის” ტექნოლოგია  aquastatik, რომელიც გამოიყენება მინერალური ბამბის მასალების წარმოებისას, წყალგამძლეობის მაღალ შესაძლებლობებს იძლევა.  მასალის სტრუქტურაში წყლის შეღწევა მნიშვნელოვნად მცირდება და ამით იზრდება დამათბუნებლის თბოდამცავი თვისებების სტაბილურობა.

ეკოლოგიურად უსაფრთხო თბოიზოლაცია


“კნაუფ ინსულეიშენის” პროდუქცია მზადდება ბუნებრივი მასალებისგან, წარმოება ხდება მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით. პროდუქციამ გაიარა ყველა საჭირო ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა. პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, რაც დასტურდება EUCEB (European Certification board of mineral wool products) საერთაშორისო სერტიფიკატით. საერთაშორისო სერტიფიკატი ადასტურებს “კნაუფ ინსულეიშენის” პროდუქციის შესაბამისობას ევროპულ დირექტივასთან NK8340:


– თბოიზოლაციის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროების არარსებობა
– ნივთიერება არ არის კანცეროგენური
– არ გროვდება ორგანიზმში

მაღალი სიმტკიცე დეფორმაციისას


თბოსაიზოლაციო მასალებისთვის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს კუმშვის სიმტკიცე 10%-იანი დეფორმაციისას.
“კნაუფ ინსულეიშენის” მასალებს აქვს სიმტკიცის შესანიშნავი მაჩვენებელი და დაბალი კუმშვადობა, რაც შენობა-ნაგებობების კონსტრუქციას ხანგამძლეს ხდის.

მაღალი მდგრადობა ფენების გახევისადმი


“კნაუფ ინსულეიშენის” თბოსაიზოლაციო მასალები მინერალური ბამბის ხალიჩის ფორმირების განსაკუთრებული ტექნოლოგიისას კარგი ადჰეზიის გარდა კონსტრუქციის მთლიანობას უზრუნველყოფს ბოჭკოების ერთმანეთში მტკიცე შეკვრის წყალობით, რაც ფენების გახევისადმი მდგრადობას განსაზღვრავს.

ორთქლშეღწევადობა


“კნაუფ ინსულეიშენის” თბოსაიზოლაციო მასალების ბოჭკოვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს წყლის ორთქლის მაღალ შეღწევადობას. თბოიზოლაციის ამ მნიშვნელოვანი თვისების – “სუნთქვის” – წყალობით წყლის ორთქლი შეუფერხებლად ტოვებს ფართს, გადის სამშენებლო მასალებში და დამათბუნებლის ფენაში და ინარჩუნებს სამშენებლო კონსტრუქციებისა და ადამიანებისათვის საჭირო  ტენიანობის რეჟიმს.  ხოლო ორთქლშეღწევადობის მაღალი დონე ხელს უწყობს შენობაში ხელსაყრელი მიკროკლიმატის შენარჩუნებას და სამშენებლო კონსტრუქციების ხანგრძლივობას.

ექსპლუატაციის ვადა


“კნაუფ ინსულეიშენის” თბოსაიზოლაციო პროდუქციას გავლილი აქვს თბოგამტარობის და ეფექტური ექსპლუატაციის ვადისადმი ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის რესურსული ცდები.

ექვემდებარება მეორად გადამუშავებას
“კნაუფ ინსულეიშენის” თბოსაიზოლაციო მასალები ექვემდებარება მეორად გადამუშავებას.

 

“კნაუფ ინსულეიშენის”  სამშენებლო მასალები  აუმჯობესებენ შენობების ზოგად ეკოლოგიურ ატმოსფეროს. ამ სწრაფვას კომპანია ახორციელებს ECOSE ტექნოლოგიით.

 

ტექნოლოგია ECOSE – ეს ინოვაციაა!


ტექნოლოგია ECOSE – ეს ნამდვილი წინსვლაა, წამყვანი მიღწევა თბოიზოლაციის მსოფლიო ინდუსტრიაში, რომელიც შესაძლებობას იძლევა შეიქმნას ახალი თაობის თბოსაიზოლაციო მასალა მახასიათებლების უნიკალური კომპლექსით.

ტექნოლოგია ECOSE – ნატურალურია!
ინოვაციური ტექნოლოგიის – ECOSE-ის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა მინერალური ბამბის თბოიზოლაციის, მათ შორის მისი შემკვრელების წარმოება ნატურალური კომპონენტებისაგან. მინერალური ბამბის თბოიზოლაცია ტექნოლოგიით ECOSE არ ჰგავს ტრადიციულ თბოიზოლაციას მინაბოჭკოს ბაზაზე.  გარდა ამისა, ის არ შეიცავს მღებავებს და მათეთრებლებს, აქვს ნატურალური ფერი.


ტექნოლოგია ECOSE – უსაფრთხოა!


ტექნოლოგია ECOSE მინერალური ბამბის თბოიზოლაციის შემკვრელების წარმოების ტექნოლოგიაა, უფრო დამზოგველია ბუნებისა და ადამიანებისათვის. ტექნოლოგია დაფუძნებულია ნატურალური კომპონენტების გამოყენებაზე ფენოლფორმალდეჰიდის და აკრილის ფისების გამოყენების გარეშე.



ტექნოლოგია ECOSE – კომფორტულია!


“კნაუფ ინსულეიშენის” ინოვაციური თბოიზოლაცია ტექნოლოგიით ECOSE არსებითად უფრო სასიამოვნოა შეხებისას, მას აქვს ნეიტრალური სუნი. მასალა მოსახერხებელია მუშაობისას – ის ადვილად იჭრება და ნაკლებ მტვერს წარმოშობს.

 

დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 32 2242502
e-mail: info@knauf.ge

http://knauf.ge/


მასალების გადაბეჭდვის წესი