ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა მოქალაქეს ფეხი დაუზიანა

10 დეკემბერი, 2014 • • 1003
თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა მოქალაქეს ფეხი დაუზიანა

როგორც თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, გუშინ, 9 დეკემბერს, 2-მა პირმა მტაცებლების ვოლიერის დამცავი ბარიერი გადალახა, აკრძალულ ტერიტორიაზე შეაღწია და ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, ისინი დასაშვებზე ახლოს მიუახლოვდნენ ვეფხვების ვოლიერს.

 

“შედეგად, ვეფხვმა ვოლიერის შიგნიდან თათით ერთ-ერთი ახალგაზრდისთვის ფეხის დაზიანება შეძლო. ახალგაზრდის გადარჩენა ზოოპარკის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. დაშავებული თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ახალგაზრდას ფეხი აქვს დაზიანებული. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,”– წერია განცხადებაში.

 

თბილისის ზოოპარკი  მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ზოოპარკში ქცევის წესებს და ყურადღება მიაქციონ განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს – ნუ გადალახავთ დამცავ ბარიერებს და ნუ მიუახლოვდებით ცხოველებს დასაშვებზე ახლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი