ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა განვავითაროთ

11 დეკემბერი, 2014 • • 1523
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა განვავითაროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა, რომ სადახლოს სასაზღვრო პუნქტში ახალი მეგობრობის ხიდი უნდა აშენდეს.

 

“ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვდრამ ჩაიარა მეგობრულ გარემოში, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული კავშირი და ურთიერთთანამშროლობის მზაობა. სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, ასევე, სატრანსპორტო კავშირები, ინფრასტრუქტურა. ასევე უნდა გავაღრმაოთ ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას და რეგულარული შეხვდრების საჭიროებას, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთოებების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ასევე განხილულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის საკითხი, კონკრეტულად, სადახლოს პუნქტში ახალი მეგობრობის ხიდის აშენება. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის შეუფერხებელ მუშაობას. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ენერგეტიკის სფეროში სომხეთ-საქართველოს 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის აშენებას. ასევე დიდი მნიშვენლობა მიენიჭა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერი-მინისტრმა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზით დღეს ჩამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჰოვიკ აბრაჰამიანთან ერთად
ირაკლი ღარიბაშვილი ჰოვიკ აბრაჰამიანთან ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი