ახალი ამბები

ხოკრიშვილი: მოსახლეობისთვის საშეშე მერქნის მიღების პროცედურები გამარტივდა

12 დეკემბერი, 2014 • • 1278
ხოკრიშვილი: მოსახლეობისთვის საშეშე მერქნის მიღების პროცედურები გამარტივდა

ელგუჯა ხოკრიშვილის ინფორმაციით, მაღალმთაინი რეგიონების მცხოვრებთათვის გასაცემი საშეშე მერქნის მოცულობა 15 კუბურ მეტრამდე გაიზარდა:


“ამ პროექტს ასევე დაემატა თბილისის შემოგარენის სოფლის მცხოვრებლები, რომლებსაც ამ წელს შეუძლიათ 7 კუბური მეტრი შეშის მიღება. პროცედურები გამარტივდა და დაახლოებით 2 ათას კუბურ მეტრამდე შეშა ჩვენ გადავეცით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.”


გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ტყეკაფებთან მისასვლელი გზები მთლიანად გამოყოფილია და მოსახლეობას საშეშე მერქნის მოპოვება თავისუფლად შეუძლიათ: 


“დაახლობით 20 კილონეტრი ახალი გზა გაკეთდა. 25 კილომეტრის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომ ადგილზე მოსახლეობას შეეძლოს ხელის შემშლელი მიზეზების გარეშე ტყეკაფებამდე მივიდეს, მოჭრას ხე და გამოიყენოს.”  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი