ახალი ამბები

ხადური: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფული არ დახარჯულა

5 მარტი, 2015 • • 1176
ხადური: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფული არ დახარჯულა

ხადურის შეფასებით, შესაძლოა შეფერხება ბიუროკრატიულმა მექანიზმმა განაპირობა: 


“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს. უკვე 82 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ჯერჯერობით ათვისება არ არის. აქ მექანიზმია ცოტა ბიუროკრატიული, როოგრც ჩანს, და ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავთ საკრებულოებთან და გამგებლებთან შეხვედრას და გვინდა, რომ ეს საკითხები დეტალურად გავიაროთ. მათ შორის შესაძლებელია გუბერნატორების მეტი აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით.” 


ნოდარ ხადურის ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, ის გამგებლები, ვინც რეგიონებში პროექტების განხორციელებას შეაფერხებენ, დაისჯებიან. 


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების და ხარჯების მონაცემები წარადგინა.


ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტის საგადასახდო შემოსავლების გეგმა ეტაპობრივად სრულდება:

 

“იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,47 მლნ ლარი, რაც წლიური ბიუჯეტის 13 %-ია. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები არის წლიური გეგმის 13,4%. სახელმწიფო ბიუჯეტში სულ შემოსულობებმა შეადგინა 1,339 მლნ 100 ათსი ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებლებს 143 მლნ ლარით აღემატება. ეს არის პირველი კვარტლის გეგმის 60,9 %, ხოლო წლიური გეგმის 13,5 %. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი 1, 295 მლნ 700 ათასი ლარია, რაც პირველი კვარტლის გეგმის 60%-ია და წლიური გეგმის 13.5%. წელს, ინვარ-თებერვალში, 148 მლნ ლარით მეტია დახარჯული, ვიდრე 2014 წლის იმავე პერიოდში.” 

 

ხადურმა სამინისტროების  და რეგიონების განსახორციელებელი პროექტების  ფინდიდან გაწეულ ხარჯებზეც ისაუბრა: 

 

“რეგიონალური-განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გაწეულმა ხარჯებმა 87,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ მეტია შარშან, ამავე პერიოდში გაწეულ ხარჯებთან შედარებით. ეს არს წლიური გეგმის 9% და კვარტლის გეგმის 65,6%. ” 

 

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 210 მლნ ლარია დახარჯული მუნიციპალიტეტბის და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტიდან. ეს არის წლიური გეგმის 11%. “დღეს ჩვენ კიდევ გამოვყობთ თანხებს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. ასევე, მე წარმოდგენილი მაქვს განკარგულების პროექტი სოფლის დახმარების პროგრამის – 50 მლნ ლარის გადანაწილების თაობაზე.” 

 

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეფასება მაკროეკონომიკური პარამეტრების და ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებასთან დაკავშრებითაც გააკეთა:

 

“გარე შოკების გათვალისწინებით, ალბათ 2% -იან ეკონომიკურ ზრდაზე მოგვიწევს მაკროეკონომიკური პარამეტრების გადათვლა.  სავალუტო ფონდი გვირჩევს, რომ წლიური ინფლაცია, ნაცვლად მიზნობრივი 5%-სა, იყოს 3%. ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, რომ ზუსტი პროგნოზი გვქონდეს, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ გადავთვალოთ ბიუჯეტი. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შემცირება არ შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოცილურ ხარჯებს.”


2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი ეჭვქვეშ დააყენა. 4 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს. 

 

 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი