ამ საზოგადობეირვი მოძრაობის დამფუძნებლები არიან რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი. ყრილობაზე მოქმედების მანიფესტი მიიღეს, რომელმაც, დარბაზის წევრების განცხადებით, ქვეყნის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. დარბაზის წევრები შემოდგომისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიღებასაც აპირებენ, რომელმაც, მათი თქმით, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა უნდა უზრუნველყოს. მომდევნო კონგრესი ბათუმში გაიმართება 26 მარტს.
ყრილობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორეც მიიწვიეს, თუმცა ისინი ღონისძიებას არ დასწრებიან.