ახალი ამბები

თანასწორობა, დაცული უფლებები, თანადგომა – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მეოთხედ აღინიშნება

17 მარტი, 2015 • • 3055
თანასწორობა, დაცული უფლებები, თანადგომა – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მეოთხედ აღინიშნება

2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.კავშირი “ჩვენი ბავშვები” წელს მეოთხედ უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს და სხვადასხვა ქლაქებში მსვლელობით აღინიშნება. კამპანიას უკვე არაერთი ადამიანი შეუერთდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. მსურველებს შეუძლიათ ფერად წინდასთან ერთად, რაც დაუნის სინდრომის სიმბოლოდ იქცა, ფოტოები გადაიღონ, რომელიც კავშირის “ჩვენი ბავშვები” “ფეისბუქ” გვერდზე ქვეყნდება.

 

“დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი”,- ვკითხულობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გთავაზობთ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებათა ანონსს:

 

18 მარტი – სასტუმრო Rooms ( მ.კოსტავას 14 ) გიწვევთ ფოტოგადაღებაზე ლოგოიანი წინდებით

 

18 მარტი – 17:00 საათი დისკუსია: “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ” წიგნის სახლ ლიგამუსში (ი.ჭავჭავაძს 32)

19 მარტი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი – შეხვედრა ახალგაზრდებთან დისკუსია დაუნის სინდრომის შესახებ

 

20 მარტი – 17:00 საათიდან 19:00 სთ-მდე ფოტოგრაფი ანა გოგუაძე გადაიღებს მოსულ სტუმრებს ბავშვთა ადრეული განვითრების ინსტიტუტში

 

21 მარტი – მხარდამჭერი მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კავკასიის უნივერსიტეტი (ა. პოლიტკოვსკაიას 10) ჭრელი წინდების გამოფენა, მხარდამჭერი კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში

 

22 მარტი -პრეზიდენტის სასახლე უმასპინძლებს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების და ფოტოების გამოფენას

 

29 მარტი – საქველმოქმედო კონცერტი

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, ესენია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პორტიჯის ასოციაცია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ეროვნული ცენტრი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ფონდი “ივერიონი”, National Geographic Georgia, World Vision Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტი, წიგნის სახლი ლიგამუსი.

 

საინფორმაციო მხარდაჭერა -საზოგადოებრივი მაუწყებელი, GDS TV, ტელეკომპანია “მაესტრო”, ტელეკომპანია “ტაბულა”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი