ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი თიბილოვს ხვდება

18 მარტი, 2015 • • 1122
პუტინი თიბილოვს ხვდება

რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი დღეს, 18 მარტს ხელს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას აწერენ. 


ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში დღეს, ხელმოწერის გარდა, მხარეები სხვადასხვა, მათ შორის რეგიონის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო საკითხებს განიხილავენ. 


შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის საბაჟო სტრუქტურების ჩართვას რუსეთის ფედერაციის საბაჟო სისტემაში და სამხრეთ ოსეთის საბაჟო კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შეთანხმების პროექტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებიც მარტივდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი