რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი დღეს, 18 მარტს ხელს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას აწერენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში დღეს, ხელმოწერის გარდა, მხარეები სხვადასხვა, მათ შორის რეგიონის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო საკითხებს განიხილავენ.
შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის საბაჟო სტრუქტურების ჩართვას რუსეთის ფედერაციის საბაჟო სისტემაში და სამხრეთ ოსეთის საბაჟო კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შეთანხმების პროექტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებიც მარტივდება.
|
||||