ახალი ამბები

ივანიშვილი: რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს?

20 მარტი, 2015 • • 1121
ივანიშვილი: რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს?

“რა ხდება? რას გიშავებთ ეს მთავრობა, რატომ უნდა გადადგეს? გარდა იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, იმ მოძალადე ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ნებისმიერი მეთოდებით დაბრუნების სურვილი და ყველანაირად ისევ სიცრუეს ავრცელებს, რომ ხელისუფლება არის უუნარო, უმოქმედო და ასე შემდგომ. უუნარობაში ალბათ ის უნდა მიიჩნიონ, რომ მათ უმარავი სისხლი დაღვარეს იმ ადგილზე, სადაც გროვდებიან და აპირებენ დემონსტრირებას. უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაარბიეს. სხვა მათი ქმედებების შედეგებსაც მოგახსენებთ, როგორი წამება იყო ციხეებში და გარეთ. მათ აქვთ საშუალება დღეს, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი, თუნდაც ძალადობის. მათ ჭკუა ყოფნის, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი დააფიქსირონ. წინა და ახლანდელი ხელისუფლება იმით განსხვავდება სწორედ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს საშუალება, მათაც, ვინც სიცრუის ცდილობენ, საზოგადოება დააბნიონ, მათი სიცრუის დემონსტრირება მოახდინონ”,-განაცხადა ივანიშვილმა. 

 

აღნიშნული განცხადებa ივანიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბიძინა ივანიშილმა თავდაპირველად ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და განმარტა, რომ შეხვედრაზე ეჩქარებოდა და ამიტომ წავიდა

 

21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი