ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით

21 მარტი, 2015 • • 1138
ღარიბაშვილი: დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით

“დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით. ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან არგანვითარებას. ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული, ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა. სიყვარული დავუდასტუროთ, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენს მომავალზე, ეს არის მომავლის საქართველო. და არა ის, რომ  ზოგიერთი ძალები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება. მაგრამ ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის. ჩვენ გვჯერა ძლიერი საქართველოსი და ძლიერი რეგიონების”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის დღესასწაული მიულოცა.

 

დღეს, 16 საათზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონები საქართველოს რეგიონებიდან თბილისისკენ დაიძრნენ.

 

‘ნაციონალური მოძრაობის” კონტრაქცია იმართება, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, რომელსაც “ერთსულოვნება’ მართავს. ის 15 საათზე დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი