ახალი ამბები

პრეზიდენტი: ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე ილია II-ის ძალისხმევით მოხერხდა

25 მარტი, 2015 • • 1229
პრეზიდენტი: ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე ილია II-ის ძალისხმევით მოხერხდა

“განუზომელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იმ ფასეულობათა დამკვიდრებასა და შენახვაში, რომლებიც ჩვენი სახელწიფოებრიობის, კულტურის, ტრადიციათა საფუძველს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საუკუნის წინ ავტოკეფალიის დაბრუნების მიზანი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის საკვანძო მომენტად იქცა და გააერთიანა  ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, საერო და სასულიერო მოღვაწენი. დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ნიკო მარმა, მომავალმა პატრიარქებმა კირიონ II-მ და ამბროსიმ, მრავალმა  სხვა მამულიშვილმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად”,-ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პრეზიდენტის თქმით, 1917 წლის 25 მარტს ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული დოკუმენტი, რომლითაც ავტოკეფალიის გაგრძელება გამოცხადდა,  ამ უდიდესი ძალისხმევის სამართლიან დაგვირგვინებად იქცა.

 

“აღსანიშნავია, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩვენი ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა”, – ნათქვამია მილოცვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი