ახალი ამბები

ხადური: ჩვენ ვგეგმავთ, რომ პარლამენტი დაბრუნდეს თბილისში

25 აპრილი, 2015 • 1526
ხადური: ჩვენ ვგეგმავთ, რომ პარლამენტი დაბრუნდეს თბილისში

”ჩვენ ვგეგმავთ იმას, რომ პარლამენტი დაბრუნდება თბილისში. თბილისში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ხარჯები შემცირდება. ხოლო ამ შენობის ბედზე არის სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის, თავად პარლამენტის წევრებსაც აქვთ ძალიან საინტერესო წინადადებები,”- განაცხადა მან. 

 

ხადური ამბობს, რომ ქუთაისს პარლამენტი აქვს, თუმცა არ აქვს წყალი.

 

”იმ 350 მილიონით შეიძლებოდა არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს წყლით მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა,”- განაცხადა ხადურმა.

 

25 აპრილს ქუთაისის პარლამენტის შენობის ბედზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წინა მთავრობას ქუთაისში პარლამენტის აშენების ნაცვლად, ქალაქის წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე უნდა ეზრუნა:

 

”ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას, საერთოდ, რა საჭირო იყო ამის აშენება. 350 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის აშენებაში და 80 მილიონი დაჯდა მთავრობის სახლი. ქუთაისს არ აქვს ელემენტარული პირობები – წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ გასულ წელს, გვიჯდება 100 მილიონი ევრო, რომ მთლიანად იყოს რეაბილიტირებული ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია. ეს იყო უპირველესად გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან და არა – გაუგებარი ულტრათანამედროვე პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, მაშინ, როდესაც თბილისში გვაქვს მთავრობის სახლიც და პარლამენტიც გვაქვს, რომლის რემონტი 20-25 მილიონი დაჯდა,”- განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.



მასალების გადაბეჭდვის წესი