ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, რეგისტრირებული დანაშაული 2015 წლის იანვარ-მარტში 15%-ით შემცირდა

27 აპრილი, 2015 • • 1486
შსს-ს ცნობით, რეგისტრირებული დანაშაული 2015 წლის იანვარ-მარტში 15%-ით შემცირდა

შსს-ს ცნობით, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697.

 

დანაშაულის გახსნის პროცენტი, შსს ცნობით, 52.36%-ია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 15.24%.

ამავე პერიოდში, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, რეგისტრირებულია 6218 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4072. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.49%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 17.65%.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა. ის არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს ასახავს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი