ახალი ამბები

პრეზიდენტი: რა საჭიროა იმის მოგონება, რომ თურმე რიგის სამიტის წინ პრობლემა შეიქმნა?!

1 მაისი, 2015 • • 1091
პრეზიდენტი: რა საჭიროა იმის მოგონება, რომ თურმე რიგის სამიტის წინ პრობლემა შეიქმნა?!

“ხომ ფაქტია და ჩვენ ვხედავთ, რომ პატივცემული ჩვენი მთავრობის მინისტრები არიან მინისტრები, ასრულებენ საქმიანობას და მათ არანაირი ხელისშეშლა არ აქვთ თავის საქმიანობაში. რა საჭიროა მოგონება იმისა, რომ თურმე რიგის სამიტის წინ პრობლემა მოხდა. ყველა მინისტრი ლეგიტმურია, ასრულებს თავის ვალდებულებას. სწორედ ეს არ მინდა, რომ დაძაბულობა ადის პიკამდე და არ გვეძლევა შესაძლებლობა, წყნარი, მშვიდი გადაწყვეტილებები მივიღოთ”- განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.  აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება, მასში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს. 

 

პრეზიდენტის თქმითვე, მიმდინარე პროცესებზე კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 1 მაისს გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დასაკავებლად რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარმოადგინა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანს ტარიელ ხეჩიკაშვილი შეცვლის, რომელიც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” დამფუძნებელია, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ხდება.

 

პროცედურულად ღარიბაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს მიმართავს. ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის დასრულებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და განაცხადა, რომ მზად არის, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს, თუმცა პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი