ახალი ამბები

ტრეფიკინგში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ივნისი, 2015 • • 1559
ტრეფიკინგში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ფერით ბუდუნს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების- კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის განხორციელებაში.

 

გამოძიების ცნობით, ფერით ბუდუნი 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას.

 

“ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი