ახალი ამბები

“თელასის” ცნობით, თბილისის ყველა აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

15 ივნისი, 2015 • • 1000
“თელასის” ცნობით, თბილისის ყველა აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

“თელასის” განმარტებით, აღდგენილია ვერე 1-ის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, თუმცა ჯერ არ არის აღდგენილი ვერე 2. ამის მიუხედავად, ყველა მოსახლეს მაინც მიეწოდება ელექტროენერგია.

 

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო თბილისის მოსახლეობის 24 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. “თელასის” განმარტებით, მისი ბრიგადები სტიქიის დასრულებისთანავე დაიწყეს მუშაობა შეფერხებების აღდგენისთვის.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.

ელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი