ახალი ამბები

აგულაშვილი: ჭარბი ნალექის შედეგად გამოწვეულია რამდენიმე კერა, მათ შორის მეწყრული

15 ივნისი, 2015 • • 856
აგულაშვილი: ჭარბი ნალექის შედეგად გამოწვეულია რამდენიმე კერა, მათ შორის მეწყრული

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა:

 

”ჭარბი ნალექის შედეგად გამოწვეულია რამდენიმე კერა, მათ შორის მეწყრული. მათ შორის ყველაზე დიდი -ახალდაბას მიმართულებით. ამ პროცესის შედეგად განვითარებული წყალმოვარდნა თავისი შედეგებით, რის გამოც მდინარემ იმ ადგილებში განსაკუთრებით, სადაც ის მოქცეულია  გვირაბებში, ვეღარ შეძლო გაეტარებინა მთელი რესურსი. ”

 

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ადამიანი, 9 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი