ახალი ამბები

შსს აცხადებს, რომ თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და “ბიო” ამოიღო

18 ივლისი, 2015 • • 1266
შსს აცხადებს, რომ თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და “ბიო” ამოიღო

“სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 92 შეკვრად დაფასოებული 19,3896 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 5,367 გრ ჰეროინს შეიცავს, 3 აბი „მეტადონი“ და ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,0001 გრ კოკაინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,276 გრ ე.წ. „ბიო“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – წერია უწყების განცხადებაში. 

 

ოფიციალური ცნობითვე, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით). 

მასალების გადაბეჭდვის წესი