ახალი ამბები

პრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას ხვალ დაასახელებს

19 ივლისი, 2015 • 1219
პრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას ხვალ დაასახელებს

შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონი პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და გიორგი მარგველაშვილმაც ხელი მოაწერა, თუმცა, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, ეს კანონი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა გაგრძელდეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას მიესალმებიან, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ასეთ პრობლემებად არასამთავრობოები შემდეგ საკითხებს ასახელებენ: ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია, ფუნქციების ბუნდოვანება და დუბლირება; საერთაშორისო პრინციპებთან შეუსაბამობა; უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჭარბი უფლებამოსილების ქონა; გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტი; სუსტი გარე კონტროლი; უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საბჭოური ელემენტების შებარჩუნება; ფარული თვალთვალის და მიყურადების პრობლემა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შსს–ს რეფორმირებასთან დაკავშირებით გავრცელებული შენიშვნები დასაბუთებასა და ობიექტურობას მოკლებულია. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი