ახალი ამბები

ოქროყანაში ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაიჭრა

28 აგვისტო, 2015 • • 1000
ოქროყანაში ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაიჭრა

“გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – უთხრეს ნეტგაზეთს შსს-ში.

 

108-ე მუხლი სსკ-ს მიხედვით განზრახ მკვლელობას ნიშნავს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.


“აფხაზეთის ხმის” მიერ გავრცელებული პუბლიკაციის მიხედვით, დაჭრილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილეა.


“იმის გამო, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ ამ დრომდე არა აქვთ ოჯახის წევრებს, „აფხაზეთის ხმა“ თავს იკავებს ვინაობათა დასახელებისგან და დაელოდება შს სამინისტროსგან მომხდარი შემთხვევის დადასტურებას”, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი