ახალი ამბები

ივანიშვილი: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მზარდი იყო რეგიონში და მთელ ევროპაში

30 აპრილი, 2015 • • 1420
ივანიშვილი: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მზარდი იყო რეგიონში და მთელ ევროპაში

“მესამე წელი ჯიბეზე რომ გეგრძნოთ – მე უარი ვთქვი ამ ფრაზაზე, მაგრამ “ტაბულამ”აჩვენა, რომ ეს მითქვამს  და ამაშიც არაფერი არ არის, რომ თავი სამართლებელი მქონდეს. 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი რეგიონში და მთელ ევროპაში. დღესაც ლიდერები ვართ. რეგიონში საუკეთესო ვართ და შეიძლება ევროპაშიც. მე როცა ვსაუბრობდი, ჯიბეზე იგრძნობთ და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა ერთი რამ, ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს, რაც ცნობილია მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც “თბილისი მარიოტში”  „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე – „საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები“- იმყოფებოდა.

 

„საქსტატის” შეფასებით, 2014 წლის ეკონომიკურმა ზრდამ დაგეგმილ 5%-ს ვერ მიაღწია და 4,7% შეადგინა. თუმცა ეს მონაცემი 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყნის ეკონომიკა 1,9%–ით გაიზარდა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

ივანიშვილის თქმით, აზრი, რომ ეკონომიკა არასწორად ვითარდება, სპეკულაციაა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ახალმა მთავრობამ ეკონომიკური პროგრესისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

 

“სპეკულაციაა ის აზრი, რაც არსებობს საზოგადოებაში, რომ ეკონომიკა არასწორად ვითარდებადა, ეკონომიკური გუნდი უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს. ჩემი გადმოსახედიდან ეკონომიკისთვის აუცილებელი პირობები, რაც 2012 წელს ახალი მთავრობა მოვიდა,  ვფიქრობ, რომ პრინციპული საკითხები გადაწყდა. ის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი და ხელისუფლება კერძო საკუთრებაში არ უნდა ერეოდეს, კანონები იყოს გასაგები, ეს საკითხები გაკეთდა. ამავდროულად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სურვილი ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე წაახალისოს ეკონომიკის რაღაც დარგები, ინფრასტრუქტურა გამართული უნდა იყოს. ამ ნიშნით ევროპის მსგავსი პირობები შევქმენით საქართველოში”,- ამბობს ივანიშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი