სამართალი

4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

6 აგვისტო, 2015 • 2393
4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნინუაკუთხეში, მზია გელაძემ ნათესავის – ლელა ახალაძის ოთხი წლის შვილი  – ლიზი შენგელია წაიყვანა თავისთან სახლში, რასაც მანამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი; დღის განმავლობაში ლიზი შენგელია თამაშობდა მზია გელაძის ეზოში, საღამოს კი ამ უკანასკნელმა დააძინა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე ლიზი შენგელიას პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე.

 

ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. მზია გელაძე სამართალდამცველებმა 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი