ახალი ამბები

საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვებული ლონდონში გაემგზავრება

27 მარტი, 2014 • 1467
საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვებული ლონდონში გაემგზავრება

კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი 2014 წლის 12 მაისს გაემგზავრება ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

 

საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობისთვის სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა– თბილისის სხვადასხვა საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი.

 

კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ 5-წუთიანი გამოსვლა თემაზე „საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ბენეფიტები“.

 

კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდენ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ESU საქართველოს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი ეკა სეფაშვილი, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლის ხელმძღანელი კრისტოფერ გრინფილდი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე.

 

საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში უკვე 17 წელია ტარდება.

„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი“ (The English Speaking Union, ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი კი, პრინცესა ანა. ერთ დროს, ESU–ს თავმჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო. კავშირს, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 60–ზე მეტი ქვეყანა, კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი