ახალი ამბები

“ქართული ლეგიონი”: უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა… ცხედარი დანაღმულ ტერიტორიაზე რჩება

19 აპრილი, 2015 • • 1496
“ქართული ლეგიონი”: უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა… ცხედარი დანაღმულ ტერიტორიაზე რჩება

“ადგილს ვერ ეკარებიან, რადგან მოწინააღმდეგე მხარე ჩასაფრებულია. იმედი გვაქვს, რომ ეუთოს დამკვირვებლებს ჩავრევთ მისი გადმოსვნების საქმეში”, – ამბობს მამულაშვილი. 


მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი რამდენიმე თვეა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად “აზოვის” პოლკში იბრძვის. შიროკინო უკრაინის ჯარებისა და პრორუსი სეპარატისტების შეტაკების ერთ-ერთი წერტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან ზემოხსენებულ წერტილში პოლკი “აზოვია” განთავსებული.


აღნიშნულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.


მამუკა მამულაშილის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რადგან სეპარატისტებმა მინსკის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები დაარღვიეს.


“ახლა უკვე ლუგანსკის ოლქშიც იხსენება ინტენსიური ცეცხლი. მინსკის მოლაპარაკება უკვე დარღვეულია და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საბრძოლო მოქმედებები განახლებულია”, – ამბობს მამულაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი